ლევერკუზენში ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელის ვინაობა გაირკვა.
გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს გუნდის სათავეში დანიელი სპეციალისტი კასპერ ჰიულმანი შეცვლის.
ჰიულმანმა ბაიერთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს 2027 წლის ივნისამდე ედგება სათავეში.
დანიელი სპეციალისტის უკანასკნელი სამუშაო ადგილი მისი მშობლიური ეროვნული ნაკრები იყო, რომელშიც ის 2020-2024 წლებში მუშაობდა.
ევრო 2020-ზე მან დანიის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც ექსტრა-ტაიმში ინგლისთან დამარცხდა. 2022 წლის მუნდიალზე დანია ჰიულმანთან მხოლოდ 1 ქულით ჯგუფში ჩარჩა, ევრო 2024-ზეწ კი 1/8 ფინალში გერმანიასთან დამარცხდა, რის შემდეგაც კასპერი გადადგა.
გერმანიაში მუშაობის გამოცდილება ჰიულმანს უკვე აქვს - მშობლიურ ნორშელანდთან ერთად ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ის მაინც 05-ში მიიწვიეს, სადაც 2014-2015 წლებში იმუშავა.