ერიკ ტენ ჰაგი ლევერკუზენიდან ნაადრევ გათავისუფლებას გამოეხმაურა.
ნიდერლანდელი სპეციალისტი ბუნდესლიგის ორი ტურის შემდეგ გაათავისუფლეს. ლევერკუზენმა 6 შესაძლოდან მხოლოდ 1 ქულა დააგროვა.
"ჩემი გაშვების გადაწყვეტილება დიდ მოულოდნელობად იქცა. მწვრთნელის გაშვება ლიგის მხოლოდ ორი მატჩის შემდეგ - უპრეცენდენტოა შემთხვევაა.
ზაფხულში ბევრმა საკვანძო ფეხბურთელმა დაგვტოვა, რომლებიც გუნდის წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებდნენ. ახალი, შეკრული გუნდის შექმნა კი რთული პროცესია, რომელიც დროს და ნდობას იმსახურებს. ახალი მწვრთნელი თავისი ხედვების და სტანდარტების რეალიზაციისთვის, ასევე შემადგენლობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ თავისუფლებას იმსახურებს.
ამ სამსახურს ხელი სრული თავდაჯერებითა და ენერგიით მოვკიდე, თუმცა სამწუხაროდ, ხელმძღვანელობამ ჩემთვის საჭირო დროის და ნდობის გამოცხადება არ მოინდომა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვგრძნობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ნდობაზე არასდროს არ ყოფილა დამყარებული.
მთელი კარიერის განმავლობაში, ყველა სეზონი, რომელიც მწვრთნელის რანგში დამისრულებია, წარმატებული იყო. კლუბები, რომლებიც მენდობოდნენ, ტიტულებითა და წარმატებებით დაჯილდოვდნენ.
დასასრულს მინდა ლევერკუზენის ფანებს მადლობა გადავუხადო სითბოსა და ნდობისთვის, გუნდს და პერსონალს სეზონის დარჩენილ ნაწილში კი წარმატებებს ვუსურვებ." - აღნიშნა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.