ლევერკუზენის ბაიერი შესაძლოა რაულმა ჩაიბაროს.
ორშაბათს გერმანულმა კლუბმა ერიკ ტენ ჰაგის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.
Marca-ს ინფორმაციით, ფარმაცევტების შორტ-ლისტში სამი კანდიდატია: რაული, ედინ ტერზიჩი და მარკო როზე. თუმცა, ახალი მწვრთნელის თაობაზე გადაწყვეტილება მინიმუმ კვირის ბოლომდე არ იქნება მიღებული.
რაული რეალის ახალგაზრდულ გუნდს 6 წლის განმავლობაში ედგა სათავეში და კლუბი მაისში დატოვა.
ტერზიჩის უკანასკნელი სამუშაო ადგილი დორტმუნდი იყო, რომელიც მან ჩემპინთა ლიგის ფინალში გაიყვანა და შემდეგ გუნდი დატოვა. მარკო როზე კი ამ წელს ლაიფციგიდან დაითხოვეს, სადაც ის 2022-დან მუშაობდა.