ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსნობის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ნანა ხორავამ საპრიზო ადგილი დაიკავა.
77 კგ. წონით კატეგორიაში, ხორავამ ატაცში 108 კგ. დასძლია, მე-2 შედეგი აჩვენა და, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წოდებასთან ერთად, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებაზე მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავასა და მწვრთნელ ილია თვალოძის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა.
ძალოსნობის მსოფლიო - მილდიანმა საპრიზო ადგილი დაიკავა