საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, შიდა სასელექციო შეკრებას გადის.
შეკრების ფარგლებში, გამოძახებული მოთამაშეები ორმხრივ მატჩებს ჩაატარებენ და ივნისში გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის ფეხბურთელები შეირჩევიან.
მეკარეები: საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბაშარული (დინამო თბილისი), ცეზარ ტოგონიძე (მერანი თბილისი);
მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ანდრია ჭეიშვილი (იბერია 1999), ლუკა ჩაბრაძე (ლოკომოტივი თბილისი), ანდრია ნიჟარაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე გეწაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი), გლებ კატკოვი (ტორპედო ქუთაისი), ლუკა გოგიაშვილი (ვიტ ჯორჯია);
ნახევარმცველები: ანდრია ქობულიძე (ლოკომოტივი თბილისი), დავით მანწკავა (ლოკომოტივი თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), მირიან ზოიძე (დინამო ბათუმი), ილია ამილახვარი (ინტერი თბილისი), გიგა ბულია (დინამო თბილისი), ლუკა თოდუა (ინტერი თბილისი), თემურ ცეცხლაძე (გაგრა), ავთანდილ გიორგაძე (დინამო თბილისი), ცოტნე ხარებავა (იბერია 1999), ნიკოლოზ წამალაშვილი (იბერია 1999), ბექა ბარამიძე (დინამო ბათუმი), ნიკა ქემოკლიძე (ლოკომოტივი თბილისი);
თავდამსხმელები: დავით მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ანრი ადეიშვილი (სამტრედია), გიორგი ქურდოვანიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ გულიაშვილი (არაგვი).
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი 3 ივნისს - მონტენეგროს, ხოლო 9 ივნისს ისლანდიას შეხვდება. ორივე თამაში თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ფოტო: NAKREBI.GE