ხორვატიის ქალაქ ტროგირში გამართულ ჭადრაკის სასკოლო ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატი ექვს ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, როგორც ღია, ისე გოგონათა სექციებში - U7, U9, U11, U13, U15, U17. ჩვენმა გუნდმა კი 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ტურნირში 20 ევროპული ფედერაციის წარმომადგენელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.