ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დასძლია და ძირითად ბადეში ითამაშებს.
შესარჩევის პირველ რაუნდში ემლერ მოელერი რთულ 3-სეტიან ბრძოლაში დაამარცხა, გადაწყვეტი მატჩი კი გაცილებით ადვილად მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 96-ე ჩოგანი, იაპონელი რინკი ჰიიკატა იყო - ნიკამ საკუთარ ჩაწოდებაზე ბრეიკ-პოინტიც არ მისცა, მისი მოწოდება კი 3-ჯერ მოიგო და თამაში 6:3; 6:2-ით დახურა.
ძირითად ბადეში, 1/64 ფინალურ ეტაპზე, ბასილაშვილი ესპანელ დანიელ მერიდა აგილარს შეხვდება. მატჩის ფავორიტად ითვლება მსოფლიოს 86-ე ჩოგანი აგილარი, რომელმაც ასევე კვალიფიკაციის 2 რაუნდი გაიარა.