VIDEO: 2 ასისტი და პრე-ასისტი - ვაკოს მაგარი მატჩი ჩინეთში
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერ ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა შანდონ ტაიშანმა შანხაი შენხუა 4:1 დაამარცხა.
შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე პასი კრიზანმა მიითვალა, ხოლო ყაზაიშვილს 2 საგოლე გადაცემა და პრე-ასისტი ჰქონდა. ვაკოს წლევანდელი სუპერ ლიგის 10 ტურში 6 საგოლე მოქმედება აქვს - 2 გოლი, 4 ასისტი.
გავითვალისწინოთ, რომ შანდონმა ახალი ჩემპიონატი, ფედერაციის სანქციების გამო, -6 ქულით დაიწყო, შესაბამისად, 10 ტურის შემდეგ ახლა 11 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე იმყოფება. ფედერაციამ ჯამში 9 გუნდი დაასანქცირა.
შანდონ ტაიშანი მომდევნო ტურში, 10 მაისს, მე-7 ადგილოსან შენჟენ ძინპენგჩენს სტუმრად შეხვდება.