ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის 71-წლიან ისტორიაში უნიკალური რეკორდი დაამყარა.
კვარა პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. მონაკოსთან (გოლი), ჩელსისთან (3 გოლი და ასისტი), ლივერპულთან (გოლი და ასისტი) და ბაიერნთან (2 გოლი და ასისტი).
ქართველმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მე-16 საგოლე მოქმედება მიითვალა - 10 გოლი, 6 ასისტი. ყველა ტურნირის ეგიდით, ბოლო 12 შეხვედრაში 11 გოლი და 4 ასისტი შეასრულა. ჯამში 2025-26 წლების საკლუბო სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში 18 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს.
VIDEO: კვარას საგოლე პასი - პსჟ მიუნხენში სწრაფი გოლით დაწინაურდა