• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
VIDEO: ზედიზედ მეორედ - კვარას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

VIDEO: ზედიზედ მეორედ - კვარას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორე სეზონში ითამაშებს.


1/2 ფინალური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში, მიუნხენში, პარიზულმა გრანდმა ბაიერნთან 1:1 ითამაშა. მე-3 წუთზე, გუნდი უსმან დემბელემ კვარაცხელიას პასის შემდეგ დააწინაურა.


კვარა პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. მონაკოსთან (გოლი), ჩელსისთან (3 გოლი და ასისტი), ლივერპულთან (გოლი და ასისტი) და ბაიერნთან (2 გოლი და ასისტი).


ქართველმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მე-16 საგოლე მოქმედება მიითვალა - 10 გოლი, 6 ასისტი. დემბელემ მე-7 გოლი შეაგდო და 2 ასისტიც აქვს.


ყველა ტურნირის ეგიდით, ხვიჩამ ბოლო 12 შეხვედრაში 11 გოლი და 4 ასისტი შეასრულა. ჯამში 2025-26 წლების საკლუბო სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში 18 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს.


ბაიერნმა ანგარიში 94-ე წუთზე გაათანაბრა - ჰარი კეინმა მიმდინარე ტურნირზე მე-14 გოლი შეაგდო და მხოლოდ 15-გოლიან კილიან მბაპეს ჩამორჩება. 


შედეგად, პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში 6:4 გაიმარჯვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და შეეცდება გახდეს რეალ მადრიდის შემდეგ პირველი კლუბი, რომელიც ამ ტურნირზე ტიტულს დაიცავს. ასევე, რეალის შემდეგ პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ფინალის საგზური მოიპოვა.


ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 30 მაისს, ბუდაპეშტის პუშკაშ არენაზე, პარი სენ ჟერმენი ლონდონის არსენალს შეხვდება.


არც კვარა, არც დემბელე - ვინ გახდა მატჩის MVP


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
პსჟ
საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარამ უნიკალური რეკორდი დაამყარა - ჩემპიონთა ლიგის 71-წლიან ისტორიაში პირველია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარამ უნიკალური რეკორდი დაამყარა - ჩემპიონთა ლიგის 71-წლიან ისტორიაში პირველია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არც კვარა, არც დემბელე - ვინ გახდა მატჩის MVP

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არც კვარა, არც დემბელე - ვინ გახდა მატჩის MVP
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შეტევაში მკვლელის ინსტინქტი არ გვქონდა" - ნოიერმა მატჩი შეაფასა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შეტევაში მკვლელის ინსტინქტი არ გვქონდა" - ნოიერმა მატჩი შეაფასა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვიცით, რომ არსენალის წინააღმდეგ რთული იქნება" - ხვიჩას კომენტარი მატჩის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვიცით, რომ არსენალის წინააღმდეგ რთული იქნება" - ხვიჩას კომენტარი მატჩის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

კვარამ უნიკალური რეკორდი დაამყარა - ჩემპიონთა ლიგის 71-წლიან ისტორიაში პირველია

News image

1 სთ წინ

არც კვარა, არც დემბელე - ვინ გახდა მატჩის MVP

News image

1 სთ წინ

"შეტევაში მკვლელის ინსტინქტი არ გვქონდა" - ნოიერმა მატჩი შეაფასა

News image

42 წთ წინ

"ვიცით, რომ არსენალის წინააღმდეგ რთული იქნება" - ხვიჩას კომენტარი მატჩის შემდეგ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება