ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსნობის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რევაზ მილდიანმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
71 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ატაცში მილდიანმა 140 კგ. დასძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 160 კგ. დააფიქსირა, რაც მე-12 შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 300 კილოგრამით კი მე-5 ადგილზე გავიდა.