ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა შესარჩევის 1/2 ფინალში დანიელ ელმერ მოელერს რთული 3-სეტიანი მატჩი მოუგო - 4:6; 6:2; 7:6.
ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალში გავიდა ავსტრალიელ რინკი ჰიიკატაზე, რომელმაც თავისი შეხვედრა ასევე 3 სეტში დაასრულა. ჰიიკატა მსოფლიო რეიტინგის 96-ე ნომერია, ხოლო ნიკა 117-ე პოზიციას იკავებს.