ესპანეთში მიმდინარე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონატზე, მინდია ჭინჭარაული ჩემპიონი გახდა.
Classic Physique-ის კატეგორიაში (175 სმ. კატეგორია), მან პირველი ადგილი დაიკავა და Mr. Europe-ის ტიტული მოიპოვა.
ასევე Classic Physique-ის კატეგორიაში, თავისი სიმაღლის კატეგორიაში მეოთხე ადგილი დაიკავა სანდრო დავითურმა. ფინალში თეონა დადეშქელიანმაც იასპარეზა.