მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.
-100 კგ. წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ 3 შეხვედრა მოიგო, თუმცა 1/2 ფინალში გადასასვლელ ეტაპზე იდარ ბიფოვთან დამარცხდა და გადაინაცვლა რეპეშაჟში, რომელშიც კიდევ 2 გამარჯვება მოიპოვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ჩვენს გუნდს ვერცხლის მედალი მოუტანა ირაკლი დემეტრაშვილმა, რომელმაც +100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში იასპარეზა და იქ სამხრეთ კორეელ კიმ მინჯონთან დამარცხდა.
მათ გარდა, მედალთან ყველაზე ახლოს იყო გიორგი სარდალაშვილი, რომელმაც რეპეშაჟის გადამწყვეტი შეხვედრა სუხბატ ბიამბასურენთან დათმო.