ტორონტოში გამართულ მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასის სუპერფინალში, მარია ალავიძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და, საბოლოო შედეგებით, მე-3 შედეგი აჩვენა, რითაც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ცნობისთვის, მარია ალავიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიცაა, ასევე მხატვრული ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელია.