მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
16 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბილოდიდი სპორტის სახეობას იცვლის და ფეხბურთელის კარიერას იწყებს.
"კოლაბორაცია მეტალისტ 1925-სა და ლეგენდარულ უკრაინელ ძიუდოისტსა და კლუბის ამბასადორ დარია ბილოდიდთან ახალ ეტაპს აღწევს.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების მედალისტი ოფიციალურად გახდა მეტალისტ 1925-ის ქალთა გუნდის მოთამაშე. დარიამ უკვე გააფორმა კონტრაქტი და მალე შეუერთდება გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესს.
ეს მოვლენა არა მხოლოდ მნიშვნელოვანია უკრაინული სპორტისთვის, არამედ წინ გადადგმული ნაბიჯია ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის.
კლუბი მოელის, რომ ბილოდიდი გუნდს არა მხოლოდ თავისი გამარჯვებულის მენტალიტეტით, არამედ პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე დაეხმარება." - წერია უკრაინული კლუბის განცხადებაში.
24 წლის ბილოდიდმა ძიუდოს კარიერაში 2 მსოფლიოსა და 3 ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დარია მეტალისტში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები