გორში გამართულ ძიუდოს ევროპის თასზე, საქართველოს ნაკრებმა 18 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა - 4 ოქრო, 6 ვერცხლი, 8 ბრინჯაო.
ტურნირის ჩემპიონები ნინო თათრიშვილი (-52 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი (-73 კგ კგ.), ვლადიმერ ახალკაცი (-90 კგ.) და გიორგი ბადუაშვილი (+100 კგ.) გახდნენ.
ვერცხლის მედალს მარიამ წურწუმია (-48 კგ.), მარიამ ბენდელიანი (-52 კგ.), გიორგი ჯოჯიშვილი (-60 კგ.), თორნიკე მოსიაშვილი (-73 კგ.), გიორგი არღვლიანი (-81 კგ.) და საბა ქარდავა (+100 კგ.) დაეუფლნენ.
ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორის წოდება ელენე გვაზავამ (-52 კგ.), ნინო წიკლაურმა (-52 კგ.), ლიზი ქვარცხავამ (-70 კგ.), ალეკო კასრაძემ (-73 კგ.), ვაჟა ავაზნელმა (-81 კგ.), ჯუმბერ მელაძემ (-81 კგ.), გიგა ტატიაშვილმა (+100 კგ.) და თამაზ ბიგანაშვილმა (+100 კგ.) მიიღეს.
შედეგად, ჩვენმა გუნდმა მამაკაცებსა და საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ქალთა შორის მე-2 მაჩვენებელი ჰქონდა.