საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ში გუნდებმა სეზონის მესამედი ითამაშეს - 10 ტური დასრულდა.
ჩემპიონატს ვახტანგ თურმანიძის გაწვრთნილი თბილისი 2025 დაუმარცხებლად ლიდერობს, რომელსაც ორბი 3 ქულით ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე კი ლანჩხუთის გურიაა.
ტრადიციული ქართული კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის წინ შეიცვალა, მერაბ ჟორდანიას ვაჟი, კახი ჟორდანიაა სათავეში, მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავაა, ხოლო შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს - მეკარე ლევან ისიანი, ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი, ნოდარ იაშვილი, დათა სიჭინავა, თემურ შარაშენიძე, კიჭი მელიავა, კახა კახაბრიშვილი, ვატო არველაძე, თორნიკე კაპანაძე...
1. თბილისი 2025 (თბილისი) - 24 ქულა;
2. ორბი (თბილისი) - 22 ქულა;
3. გურია (ლანჩხუთი) - 21 ქულა;
4. დიდუბე (თბილისი) - 19 ქულა;
5. იბერია 1999 - 2 (თბილისი) - 19 ქულა;
6. ვიტ ჯორჯია (თბილისი) - 18 ქულა;
7. მერანი (თბილისი) - 17 ქულა;
8. გონიო (გონიო) - 17 ქულა.
ლიგა 3-ის ბომბარდირთა დავას ორბის ფორვარდი, თორნიკე კერესელიძე ლიდერობს - 10 გოლი, მის შემდეგ კი, 8-8 გოლით, დავით აბაქელია (ვიტ ჯორჯია) და დათა სიჭინავა (გურია) მოდიან.