VIDEO: ისტორიაში მე-16-ედ - აზაროვის შახტარი უკრაინის ჩემპიონია
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ირაკლი აზაროვის შახტარ დონეცკმა უკრაინის ჩემპიონის სტატუსი 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში, დონბასელებმა აუტსაიდერ პოლტავას სტუმრად 4:0 მოუგეს და მე-16 საჩემპიონატო ტიტული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდეს.
აზაროვმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა და მოედანზე 90 წუთი გაატარა. მეორე და მესამე გოლისას, საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა. უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მეორე გოლისას ჰქონდა, როცა გრძელი გამჭოლი პროგრესული პასი გააკეთა.
ქართველმა უკანახაზელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მე-11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - აქტივში 1 საგოლე პასი აქვს.
24 წლის აზაროვმა პროფესიონალურ კარიერაში მე-10 ტიტული მოიგო - 3-ჯერ საქართველოს ჩემპიონია (2-ჯერ დინამო ბათუმთან, ერთხელ დინამო თბილისთან ერთად), 2-ჯერ სერბეთის ჩემპიონატი და ერთხელ თასი აქვს მოგებული, ხოლო შახტართან ერთად 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა და 2-ჯერაც სათასო ტიტული მოიპოვა.
დამოუკიდებლობის შემდეგ (1992 წ.), შახტარმა უკრაინის ჩემპიონობა მე-16-ედ მოიპოვა და დინამო კიევს კვლავ 1 ნაბიჯში მიუახლოვდა - დედაქალაქელებს 17 საჩემპიონო ტიტული აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 16 სეზონიდან 12 დონეცკელთა ტრიუმფით დასრულდა.