საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა თურქეთის სუპერ ლიგის რეგულარული სეზონი გამორჩეული სტატისტიკით დაასრულა - 3 სხვადასხვა მაჩვენებლითაა საუკეთესო.
ჩემპიონატის 30 ტურის შედეგად, მარკისმა საშუალოდ 23.43 ქულა მოაგროვა, საშუალოდ 23.93 ეფექტიანობის ინდექსი ჰქონდა და პარკეტზე ყველაზე მეტი წუთი გაატარა - 15 საათი, 33 წუთი, 48 წამი. ხაზგასასმელია ისიც, რომ ყველა, 30-ვე თამაშში მიიღო მონაწილეობა.
მარკის რიდი სუპერ ლიგის გასული, 2024-25 წლების სეზონის რეგულარულის MVP-იც გახდა - მაშინ ტოფასის რიგებში თამაშობდა. წლევანდელი რეგულარული სეზონის MVP ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ.
მარკისი ტრაბზონელთა ლიდერია და სანაკრებო პაუზის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია, გამართულ 9 ტურში ასეთი სტატისტიკა აქვს: ქარშიაქასთან - 24 ქულა; მანისასთან - 34 ქულა; ბეშიქთაშთან - 17 ქულა; ბაშჯეშეჰირთან - 14 ქულა; ტოფასთან - 22 ქულა; პეტკიმ სპორთან - 30 ქულა; ფენერბაჰჩესთან - 31 ქულა; გალათასარაისთან - 17 ქულა; თურქ ტელეკომთან - 24 ქულა; მერსინთან - 25 ქულა.
სუპერ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა - ტრაბზონსპორი მე-6 ადგილზე გავიდა და ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს. პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ბაჰჯეშეჰირ კოლეჯი იქნება, რომელიც რეგულარულში მე-3 პოზიციაზე გავიდა - გუნდები გამარჯვებულს 2 ან 3 მატჩში გაარკვევენ.
კვლავ MVP - რიდმა რეგულარული სოლიდური მატჩით დაასრულა