ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს რომის მასტერსის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრას ჩაატარებს.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს მე-14 ჩოგანი, ანდრეი რუბლიოვია. ურთიერთშეხვედრებში 3:4-ია - ბოლო თამაში 2025-ის იანვარში გაიმართა, როცა ბასილაშვილმა გაგრძელება ვერ შეძლო და 2:5-ზე ჩაეხსნა. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 2019 წლის ივლისში, ჰამბურგის ტურნირის ფინალში შედგა - ბასილამ რუბლიოვს ტიტული 3 სეტში მოუგო.
ნიკამ რომში საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მატჩი მოიგო, ძირითად ბადეში კი დანიელ მერიდა აგილარს, მსოფლიოს მე-6 ჩოგან ბენ შელტონსა და 32-ე ჩოგან ბრენდონ ნაკაშიმას აჯობა. რუბლიოვმა 2 წრე გაიარა - მიომირ კეჩმანოვიჩი (70-ე ჩოგანი) და ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა (23-ე ჩოგანი) ორ-ორ სეტში დაამარცხა.
ბასილაშვილისა და რუბლიოვის 1/8 ფინალური შეხვედრა ტურნირის მე-2 კორტ BNP PARIBAS ARENA-ზე, დღის მე-4 თამაშადაა ჩანიშნული - ლუჩიანო დარდერისა და ალექსანდრ ზვერევის მატჩის შემდეგ, რომელიც თბილისის დროით 16:00 საათზე ადრე არ დაიწყება.
არის 1/8 ფინალი - ბასილაშვილი რომის მასტერსზე მე-14 ჩოგანს შეხვდება