2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე 2 დღით ადრე შტორმმა სახელად ალისამ ალიკანტეს პროვინციაში ძლიერი წვიმები გამოიწვია, ხოლო ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პარასკევისთვის უსაფრთხოების წითელი დონე გამოაცხადა ალიკანტეს სამხრეთ სანაპიროსა და მურსიას ჩრდილოეთ ნაწილში, რადგან ნალექის უხვი რაოდენობაა მოსალოდნელი.
ესპანეთის ნაკრებმა თავისი მოგზაურობა ელჩეში, რომელიც პარასკევისთვის იყო დაგეგმილი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმისა და უსაფრთხოების წითელი დონის გამო გააუქმა.
ესპანეთი, რომელიც საქართველოსთან შეხვედრას მარტინეს ვალეროს სტადიონზე გამართავს, ელჩეში იმავე დღეს, შაბათს, გაემგზავრება.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, 10 ოქტომბერს ეროვნული გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ალიკანტეს რეგიონში, ალგორფაში, ლა ფინკას საწვრთნელ ბაზაზე გამართავს, ფურია როხა კი თავის მატჩისწინა ვარჯიშს მადრიდში ჩაატარებს.