ამირან გოგოლაძის მოდევნო ბრძოლის მეტოქე და თარიღი ოფიციალურად გაირკვა.
"ბრძოლის ანონსი
მკვლელი ფინიშერი, კაიკ ბრიტო (18-6) ტოპ ქართველ ტალანტს, ამირან გოგოლაძეს (17-3) ქვესაშუალო დივიზიონში OKTAGON 81-ზე დაუპირისპირდება, რომელიც პრაღაში გაიმართება.
28 დეკემბერს, O2 არენაზე სანახაობა გარანტირებულია!" - წერს OKTAGON-ის ოფიციალური გვერდი.
27 წლის ამირან გოგოლაძეს ბოლო 3 ბრძოლა მოგებული აქვს. ქართველმა 2023 წელს ლიამ ეტებარი და ლუკაშ სივიეცი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, 2024 წელს კი ლეანდრო სილვას გაყოფილი გადაწყვეტილებით აჯობა.
რაც შეეხება 28 წლის ბრაზილიელ კაიკ ბრიტოს, მან ბოლო ბრძოლა თანამემამულე ჟოილტონ ლუტერბაკს მოუგო პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით.