ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეები სრულად მოტივირებულები არიან" - სანიოლის პრესკონფერენცია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეები სრულად მოტივირებულები არიან" - სანიოლის პრესკონფერენცია

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. ჯგუფში აშკარა ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც ალბათ, მსოფლიოში საუკეთესოა. რაც შეეხება თურქეთთან პირველ შეხვედრას, საწყისი წუთები არ იყო ისეთი კარგი, როგორსაც ველოდით, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ კარგად დავასრულეთ. ახლა ველოდები, რომ მთელი თამაშის განმავლობაში იქნება აგრესია და სწორი დამოკიდებულება, რაც აუცილებელია დადებითი შედეგისთვის.


ვიცით, საიდან მოვდივართ, როგორ განვითარდა ამ პერიოდში ქართული ფეხბურთი. ყოველთვის საჭირო არის ამბიცია, რომ შედეგს მიაღწიო. რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ 2026 წელს, რაც მოთამაშეებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული. ეს ოცნება რომ შევინარჩუნოთ, თურქეთთან შესანიშნავი თამაში დაგვჭირდება.


ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება, შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, რაც ასევე ისტორიული იყო. ფეხბურთი იმითაა საინტერესო, რომ ასეთი სიურპრიზები ხდება. ჩვენი ისტორიის ნაწილი შარშან დავწერეთ ევროპის ჩემპიონატზე. ახლა კი მოუთმენლად ველით, რომ ბავშვებისთვის კიდევ ბევრი დადებითი ისტორია დავწეროთ.


რა საუბარი გვქონდა ფეხბურთელებთან, ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს ჩვენს შორის რჩება. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო გარემო. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს არაა დღევანდელი პრობლემა. ჩემი აზრით, ჩვენ ჯერ ვერ ვიპოვეთ სწორი გამოსავალი. არ ვგულისხმობ მოთამაშეებს, არამედ მარცხენა ფლანგზე სწორად თამაშის სისტემას. აზაროვმა ჩვენთან საკმაოდ ბევრი თამაში ჩაატარა, მაგრამ შახტარში მას არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, ამიტომ, მისთვის რთული სიტუაციაა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა ითამაშოს ამ პოზიციაზე, კარგად ითამაშებს.


შეგიძლია გუნდის შემადგენლობა შეცვალო, ეს არის მწვრთნელის საქმე, რომ იპოვოს სწორი კომბინაცია. თუმცა მთლიანობაში, უფრო მნიშვნელოვანია ის იდენტობა, რაც უნდა გვქონდეს მოედანზე მთელი თამაშის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ესპანეთთან თამაშისგან განსხვავებული იდენტობა იქნება, რადგან მხოლოდ საკუთარი იდენტობითა და თვისებებით შეგვიძლია რაღაც განსაკუთრებულის შექმნა. ყველამ ვიცით, რომ თუ 2-3%-საც დავაკლებთ, შანსი არ გვექნება. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სრულად მოტივირებულები არიან, რათა სრულიად განსხვავებულად წარმოვაჩინოთ თავი“, - თქვა სანიოლმა.


თურქეთისა და საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.


თურქეთი V საქართველო - პრევიუ

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
საქართველო
ვილი სანიოლი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ამირან გოგოლაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

•ქართული

ქართული

ამირან გოგოლაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია
•ქართული

ქართული

თურქეთი V საქართველო - პრევიუ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

თურქეთი V საქართველო - პრევიუ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თუ მუნდიალზე მოხვედრა გვინდა, ამისთვის მთავარი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ" - მექვაბიშვილის პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თუ მუნდიალზე მოხვედრა გვინდა, ამისთვის მთავარი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ" - მექვაბიშვილის პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მონტელას წნეხი აქვს, ყოველი წაგების შემდეგ მის წასვლაზე საუბრობენ" - ინტერვიუ თურქ ჟურნალისტთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მონტელას წნეხი აქვს, ყოველი წაგების შემდეგ მის წასვლაზე საუბრობენ" - ინტერვიუ თურქ ჟურნალისტთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ამირან გოგოლაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

News image

9 სთ წინ

თურქეთი V საქართველო - პრევიუ

News image

4 სთ წინ

"თუ მუნდიალზე მოხვედრა გვინდა, ამისთვის მთავარი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ" - მექვაბიშვილის პრესკონფერენცია

News image

3 სთ წინ

"მონტელას წნეხი აქვს, ყოველი წაგების შემდეგ მის წასვლაზე საუბრობენ" - ინტერვიუ თურქ ჟურნალისტთან