ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"მონტელას წნეხი აქვს, ყოველი წაგების შემდეგ მის წასვლაზე საუბრობენ" - ინტერვიუ თურქ ჟურნალისტთან
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"მონტელას წნეხი აქვს, ყოველი წაგების შემდეგ მის წასვლაზე საუბრობენ" - ინტერვიუ თურქ ჟურნალისტთან

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის გარშემო, adjarabet arena თურქ ფეხბურთის რეპორტიორ მუჰამეტ დუმანს ესაუბრა. დუმანი იქაურ ფეხბურთში კარგად ჩახედულ-გარკვეული კაცია, ყოველდღიური შეხება აქვს და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.


ქართულ ფეხბურთზე


"ქართული ფეხბურთი ბოლო დროს მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. თქვენს ნაკრებს ჰყავს შესანიშნავი ვარსკვლავები, რომლებიც ევროპის წამყვან კლუბებში თამაშობენ. ჩვენ, თურქული პრესის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მათ თვალს ვადევნებთ - გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე და ჟორჟ მიქაუტაძე. ცხადია, ყველაზე დიდ ყურადღებას კვარაცხელია იქცევს, რომელიც ბოლო წლებში არაჩვეულებრივად თამაშობს. საერთოდ, ქართველ ფეხბურთელებს კავკასიელ ბრაზილიელებს ტყუილად არ ეძახიან".


სანიოლის ფაქტორზე, ჩვენი ნაკრების ხარისხსა და თურქ გულშემატკივარზე


"ვილი სანიოლის სახით, მაღალი დონის ტაქტიკოსი გყავთ. მან ბოლო 3 მატჩში თქვენი ნაკრები სხვადასხვა სისტემით ათამაშა, ამიტომ სიურპრიზებს არც ხვალისთვის გამოვრიცხავ. თქვენს გუნდში არის ისეთი ხარისხი, რომ ნებისმიერი მეტოქე ნერვიულობდეს. ეს ყველამ დაინახა, თუნდაც, პორტუგალიასთან მატჩისას, რომელიც 2:0 მოიგეთ. სახელი კი, რომელსაც ჩვენი ნაკრები ყველაზე მეტად უფრთხის, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა.


გულშემატკივრობის თვალსაზრისით, ხვალ დიდი უპირატესობა გვექნება, ჩვენი ფანები ნებისმიერ მატჩში მეტოქისთვის ჯოჯოხეთურ გარემოს ქმნიან. მეორე მხრივ, კარგად ვაცნობიერებთ, რომ თქვენი ფეხბურთელები ასეთ ატმოსფეროში ორჯერ უფრო მეტად იბრძოლებენ".


ნაკრების ლიდერებსა და მონტელას ამბებზე


"ქენან ილდიზისა და არდა გიულერის ბულგარეთში ნაჩვენებმა შესანიშნავმა თამაშმა იმედი მოგვცა, რომ ხვალაც ასეთი დონის პერფორმანსს შემოგვთავაზებენ. ისინი მართლაც ბრწყინვალე ფორმაში არიან. მონტელა არდას ტალანტს დიდ ნდობას უცხადებს და მას გუნდის თამაშზე დიდი გავლენა აქვს.


მონტელაზე ცალკე ვიტყვი, რომ თუკი ხვალინდელ მატჩში წარმატებას ვერ მიაღწევს, მისი გადადგომის სიგნალები კვლავ გააქტიურდება. ბოლო დროს ბევრი კრიტიკის მოსმენა უწევს და მისი პოზიციები აღარც ისეთი მყარია - ყოველი წაგების შემდეგ, მის წასვლაზე საუბრობენ. მართალია, ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში გაიყვანა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნია და ყოველთვის წარმატება სურს".


თაობათა ცვლასა და გულშემატკივრის მოლოდინზე


ჩვენმა ნაკრებმა უკანასკნელ 8 წელში 4 მწვრთნელი გამოიცვალა, რამაც თაობათა ცვლის პროცესი კიდევ უფრო გაართულა. არადა, თურქეთს ჰყავს თაობა, რომელსაც დიდი წარმატებების მიღწევა და მთავარ ფორუმებზე ძალიან შორს გასვლა შეუძლია, ჩვენც უახლოეს წლებში სწორედ ამის მოლოდინი გვაქვს.


ევრო 2024-ზე ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ისევ გვყავს გუნდი, რომელსაც ვან დეიკი და მისი კალიბრის ვარსკვლავები ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ“, - ამბობს დუმანი adjarabet arena-სთან.


თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთთან მე-8 მატჩს გამართავენ - 5-ჯერ თურქებმა მოიგეს, ერთხელ ფრე დაფიქსირდა და ქართველების აქტივში 1 გამარჯვებაა (2007 წელს, ამხანაგურ მატჩში, დავით სირაძის გოლით - 1:0).


გუნდები 14 ოქტომბერს, ქოჯაელში, Kocaeli Stadyumu-ზე (ტევადობა - 34 829), თბილისის დროით 22:45 საათიდან ითამაშებენ. შეხვედრას რუმინელი რადუ პეტრესკუ იმსაჯებს, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
თურქეთი
თურქეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეები სრულად მოტივირებულები არიან" - სანიოლის პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეები სრულად მოტივირებულები არიან" - სანიოლის პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

თურქეთი V საქართველო - პრევიუ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

თურქეთი V საქართველო - პრევიუ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ამირან გოგოლაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

•ქართული

ქართული

ამირან გოგოლაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია
•ქართული

ქართული

"თუ მუნდიალზე მოხვედრა გვინდა, ამისთვის მთავარი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ" - მექვაბიშვილის პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თუ მუნდიალზე მოხვედრა გვინდა, ამისთვის მთავარი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ" - მექვაბიშვილის პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

"დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეები სრულად მოტივირებულები არიან" - სანიოლის პრესკონფერენცია

News image

9 სთ წინ

თურქეთი V საქართველო - პრევიუ

News image

5 სთ წინ

ამირან გოგოლაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

News image

4 სთ წინ

"თუ მუნდიალზე მოხვედრა გვინდა, ამისთვის მთავარი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ" - მექვაბიშვილის პრესკონფერენცია