საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ანრი მექვაბიშვილმა, თურქეთთან მოახლოებული მატჩი, პრესკონფერენციაზე შეაფასა.
"რათქმა უნდა, ვიცით, რომ თურქეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ძალიან კარგი გულშემატკივრებით.რთულ მატჩს ველოდებით, მაგრამ თუ მსოფლიო ჩემპიონატის დონის ტურნირზე თამაში გვინდა,ეს ერთ-ერთ გამოწვევად უნდა მივიღოთ.
ესპანეთთანმარცხის შემდეგ, ძალების აღდგენის პროცესში ვართ და ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით.ვეცდებით, სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ, რადგან თუ მუნდიალზე მოხვედრა გვინდა, ამისთვისმთავარი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ.
რაცშეეხება იმას, რომ თითქოს წნეხის ფონზე თამაშის მოგვიწევს, ასე არ ვთვლი, რადგან წნეხი ისედაც ყველა შეხვედრას ახლავს, ვიტყოდი, რომ ესჩვენთვის უფრო გამოწვევაა და არა წნეხი. უკვე აღვნიშნე, რომ ძალიან მაგარი გულშემატკივრებიჰყავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ტრიბუნებზე ქართველებიც იქნებიან და ეს ჩვენთვის დიდიმოტივაცია იქნება", - აღნიშნა მექვაბიშვილმა.
რუმინული კრაიოვას შუახაზელს საქართველოს ნაკრების ბოლო 6 მატჩი ძირითად შემადგენლობაში აქვს დაწყებული. სულ, 26 სანაკრებო შეხვედრაში, 4 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.
გუნდები ქოჯაელში, Kocaeli Stadyumu-ზე ითამაშებენ. მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება და მას რუმინელი რადუ პეტრესკუ იმსაჯებს. პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.