მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის ბაიერნი პარიზში 4:5 დამარცხდა, გუნდში იმედგაცრუების ნაცვლად სიამაყე და თავდაჯერება სუფევს. სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, მატჩის შემდეგ პარიზელების მისამართით ირონიული კომენტარიც კი გააკეთა.
ებერლმა ხაზი გაუსვა გუნდის მორალურ მდგრადობას, რომელმაც 2:5 ჩამორჩენის შემდეგ ძალები მოიკრიბა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მისი თქმით, ეს რეაქცია გუნდის ხასიათზე მეტყველებს. „ჩვენ 5:2-ს ვაგებდით და ახლა ანგარიში 5:4-ია“, - აღნიშნა ებერლმა და ყურადღება პსჟ-ს ფეხბურთელების ქცევაზე გაამახვილა:
ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო, როდესაც პსჟ-ს მოთამაშეები 5:2-ზე ისე უკრავდნენ ერთმანეთს ტაშს, თითქოს უკვე შემდეგ ეტაპზე იყვნენ გასულები. თუმცა, ასეთი გულშემატკივრის წინაშე ჩვენ თამაშში დაბრუნება შევძელით. სწორედ ეს განსაზღვრავს ამ გუნდის ხასიათს და საპასუხო მატჩში ეს აუცილებლად დაგვჭირდება.
ებერლი დარწმუნებულია, რომ ბაიერნი ფინალისთვის ბრძოლაში სრულუფლებიანად რჩება. გუნდი შინ მხოლოდ ერთბურთიანი ჩამორჩენით ბრუნდება და იმედებს საკუთარ მოედანზე ამყარებს:
ახლა სახლში მივდივართ, ერთი გოლით ჩამოვრჩებით და ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ალიანც არენა ნამდვილი ციხესიმაგრეა. იმედი მაქვს, იქ გამარჯვებას ვიზეიმებთ.