მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, პრესკონფერენციაზე ხულიან ალვარესზე ისაუბრა.
,,ხულიანი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან სათამაშოდ შესაბამის კონდიციაში არ არის.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხულიანი ჯერ არ არის იმ საჭირო კონდიციაში, რომ ითამაშოს ან ამ მატჩში მონაწილეობა მიიღოს. იმედი მაქვს, მომდევნო 4 დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და უფრო მივუახლოვდებით იმას, რაც გვინდა.
მისი მომავალი? თუ კლუბის მფლობელმა საკუთარი პოზიცია ასე მკაფიოდ დააფიქსირა, დასამატებელი ბევრი აღარაფერია. ეს სასამართლოს ჰგავს, ეჭვისთვის ადგილი აღარ დარჩა.
ჩვენი მხრიდან ყურადღება სპორტულ მხარეზე უნდა გავამახვილოთ, ვიზრუნოთ როგორც ადამიანზე, ასევე ფეხბურთელზე და დაველოდოთ, როდის იქნება საუკეთესო შესაძლო კონდიციაში, რათა კვლავ ღირსეულად წარმოაჩინოს ხულიანის სახელი, ის ფეხბურთელი, რომელიც არის, და ყველაფერი, რაც ჩვენთვის გაუკეთებია.“ - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
დიეგო სიმეონეს თქმით ხულიან ალვარესი მადრიდის ატლეტიკოში დარჩება. არგენტინელის მიმართ ინტერესს ბარსელონა იჩენს, თუმცა როხიბლანკო მოთამაშის გაყიდვას არ აპირებს.