ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონას გეგმა B ვარიანტები გიორგი მიქაუტაძე და ლაუტარო მარტინესი არ არიან.
„ხულიანს ბარსელონაში გადასვლა სურს, ამაში ეჭვი არ არსებობს. ბარსელონაც კვლავ ხულიანზე ფიქრობს, ამაშიც ეჭვი არ არის.
მაგრამ გახსოვდეთ, რაც რამდენიმე დღის წინ ვიდეოში გითხარით. ბარსას შეუძლია ამ კვირისა და უიქენდის განმავლობაში მოიცადოს. თუმცა, მომავალი კვირიდან, თუ კვირის დასაწყისში ხულიანის ტრანსფერი კვლავ არ იქნება დასრულებული, ბარსელონა გეგმა B-ს განხილვას დაიწყებს.
გეგმა B არ ნიშნავს, რომ მათ ხულიანი აღარ სურთ. ეს ნიშნავს, რომ გუნდს მაინც სჭირდება თავდამსხმელის მოძებნა, რადგან ფერანი წავიდა და ლევანდოვსკიც წავიდა. შესაბამისად, ახალი თავდამსხმელის დამატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება.
ჩემი ინფორმაციით, დეკუ სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
ეს არც გიორგი მიქაუტაძეა და არც ლაუტარო მარტინესი. რაც შეეხება ლაუტარო მარტინესს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მასთან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა.“ - განაცხადა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა.
თუ ალვარესის ტრანსფერი არ შედგა - ახალი ცხრიანი ბარსელონას სიაში