ნიუკასლის მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ ალექსანდერ ისაკის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„ჩვენი გულშემატკივრების და ისაკის ურთიერთობა ისევ შეიძლება კარგი იყოს. გულშემატკივრები ყოველთვის რეაგირებენ იმაზე, თუ როგორ თამაშობს ფეხბურთელი.
ყოველთვის არსებობს ამბის ორი მხარე. ვნახავთ, სად ვიქნებით ერთი კვირის შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ისევ შევძლებ მასთან მუშაობას. ის კონტრაქტით ჩვენთანაა, ის ჩვენი ფეხბურთელია... და დიახ, 100%-ით მინდა, რომ ის კვლავ ნიუკასლის მაისურით ვიხილო.
ჩემი სურვილია, რომ მან ორშაბათს ითამაშოს. სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება, მაგრამ მაინც ველოდები მას.“ - განაცხადა კაჭკაჭების თავკაცმა.
პრემიერ ლიგის მეორე ტურში ნიუკასლი სენტ ჯეიმს პარკზე ლივერპულს მიიღებს (25 აგვისტო). ნიუკასლიდან სწორედ მერსისაიდულ გუნდში გადასვლა სურს შვედ თავდამსხმელს.
"ჩვენი პოზიცია ნათელია" - ნიუკასლის ოფიციალური პასუხი ისაკს