ჯეიმი კარაგერი ნიუკასლს ალექსანდრ ისაკის გაყიდვას ურჩევს.
შვედი ფორვარდი გუნდიდან გაშვებას ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით საწადელს ვერ მიაღწია. ამის გამო, ფეხბურთელი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.
„ვფიქრობ, ნიუკასლმა ისაკი უნდა გაყიდოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გამოცდილი მაქვს მსგავსი სიტუაცია.
იგივე შემთხვევა გვქონდა ფერნანდო ტორესთან. ის ზაფხულში კლუბში დარჩა და იანვარში დაგვტოვა. ის 4-5 თვე ნამდვილი კოშმარი იყო და კლუბში ყველას ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა." - აღნიშნა ლივერპულის ექს-მცველმა.
2011 წლის იანვარში ტორესი ლივერპულიდან ჩელსიში გადავიდა.