არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, მავრიტანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ გუნდი მკაცრად გააკრიტიკა.
მიუხედავად მოგებისა, მეკარე თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა და თანაგუნდელებს მეტი მონდომებისკენ მოუწოდა:
ძალიან ცუდი თამაში იყო. ერთ-ერთი უცუდესი ჩვენს მიერ ჩატარებულ მატჩებს შორის, თუნდაც ამხანაგური ყოფილიყო. თავდადება დაგვაკლდა. მადლობა ღმერთს, რომ ასეთ კონდიციაში არ მოგვიწია ფინალისიმას თამაში [ესპანეთის წინააღმდეგ].
ცოტა მეტი თავდადება გვჭირდება. გვაკლდა ინტენსივობა, საიმედოობა და თავდაჯერებულობა დაცვაში.