პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„მე ცოტათი შეწუხებული ვარ, რადგან გუნდის გარშემო ძალიან დიდი ხმაური ისმის და უამრავი ინდივიდუალური ჯილდო რიგდება, მაგრამ ეს გუნდური სპორტია.
ჩვენ სწორ მენტალიტეტს უნდა მივაღწიოთ და გუნდურად ვიმუშაოთ, ამიტომ ინდივიდუალური ჯილდოები არ მაინტერესებს.
ეს განსხვავებული სეზონია, რადგან ძალიან ბევრი ჯილდოა. მაგრამ არ მინდა წარსულზე ლაპარაკი, მინდა მომავალზე საუბარი. მსურს ნაკლები ინდივიდუალური პრიზები და მეტი ყურადღება გუნდურ ტიტულებზე.
ის, რაც ჩვენ გვინდა, ძალიან რთულია, ამიტომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ზუსტი და კონცენტრირებული.“ - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.