პსჟ-ს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, მბაპე-ნეიმარის წყვილზე ისაუბრა.
"მბაპე 2021-შივე უნდა გაგვეშვა", - პსჟ-ს ყოფილი დირექტორი
პარიზულ კლუბს ორივე ფეხბურთელი 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა.
„ნეიმარის და მბაპეს ყიდვის დროს მე კლუბში არ ვყოფილვარ. არსებობს პირველადი შეთანხმებები, რომელსაც პატივი უნდა სცე.
შესაძლოა, მბაპეს და ნეიმარის ერთად ყოლა რთული იყო. თუმცა 18 წლის ასაკში კილიანი საფრანგეთის ნაკრების ლიდერი და იმ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ამიტომ უნდა გვეცადა." - აღნიშნა ლეონარდომ.