რეალის მეკარემ ტიბო კურტუამ კილიან მბაპე კლუბის ლეგენდას და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.
- მბაპე და კრიშტიანუ - რომელია უკეთესი ლიდერი და რით განსხვავდებიან?
„კრიშტიანუსთან ერთად არ მითამაშია, იმიტომ რომ იმ ზაფხულს, როცა რეალში მივედი, ის იუვენტუსში გადავიდა. ვფიქრობ, ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, თუმცა კრიშტიანუს უფრო დიდი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ვიდრე კილიანს.
წელს მბაპე თავის მენტალიტეტს უკეთ ამჟღავნებს, შემდეგი სიჩქარე ჩართო და გუნდს ლიდერობს.
ეს უკვე კარგად ჩანს და ყოველი ახალი მატჩით უფრო და უფრო აშკარა გახდება." - აღნიშნა ბელგიელმა მეკარემ.