პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მანჩესტერ სიტისთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ინდივიდუალურ ჯილდოებზე საუბარი არ ისურვა.
ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისთვის უმთავრესი გუნდური წარმატებაა და მიაჩნია, რომ შარშანდელი აღიარებაც არა მხოლოდ უსმან დემბელეს, არამედ მთლიანად გუნდის დამსახურება იყო.
დავიღალე ამ „ოქროს ბურთით“! ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - ამ თემაზე ლაპარაკით დავიღალე!
პარალელურად, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა საკუთარ მკითხველებში საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ ხმათა 23.7% მიიღო და მხოლოდ კილიან მბაპეს (34%) ჩამორჩა. მესამე პოზიცია კი ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა დაიკავა (8.8%).
კვარა ოქროს ბურთის სამეულში? - მერამდენე ადგილზეა ხვიჩა L'Équipe-ის გამოკითხვაში?
ცნობისთვის, წლის მთავარი საფეხბურთო ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. სხვადასხვა გამოცემისა და ბუკმეკერების ფავორიტებად ლამინ იამალი, კილიან მბაპე და ჰარი კეინი მიიჩნევიან. Goal-ის რეიტინგში კი ქართველი ვარსკვლავი მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო პირველობას ჰარი კეინი ინარჩუნებს.