კრიშტიანუ რონალდუსადმი განსაკუთრებული სიყვარულით ცნობილი ინფლუენსერი iShowSpeed სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.
ცნობილმა ამერიკელმა სტრიმერმა პარი სენ-ჟერმენის ქართველ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად საინტერესო დრო გაატარა, რაც Twitch-ის პლატფორმაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ორივე მათგანი კრიშტიანუ რონალდუს დიდი გულშემატკივარია. თავდაპირველად ისინი ერთმანეთს საფეხბურთო ვიდეოთამაშ FC 27-ში დაუპირისპირდნენ.
საბოლოოდ, გამარჯვება ქართველმა ფეხბურთელმა მოიპოვა, რამაც ამერიკელი სტრიმერის უკმაყოფილება გამოიწვია.
თუმცა ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ მოხდა.
რონალდუს ერთგულმა გულშემატკივარმა iShowSpeed-მა კვარაცხელიას მომდევნო გოლისთვის განსაკუთრებული გამოწვევა შესთავაზა.
მან ქართველ ფეხბურთელს სთხოვა, გოლის აღნიშვნისას კრიშტიანუ რონალდუს სტილით შთაგონებული ზეიმი შეესრულებინა და მისთვის უჩვეულო, საკმაოდ რთული საცეკვაო მოძრაობებიც დაემატებინა.
ამ შეთავაზებამ კვარაცხელია აშკარად გაამხიარულა.
ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე უქმეებზე ლე მანის წინააღმდეგ გოლის გატანა მოახერხა, ახლა კი შესაძლოა, Speed-ის გამოწვევის შესრულების შესაძლებლობა პარი სენ-ჟერმენის მომდევნო ევროპულ შეხვედრაში მიეცეს.
კერძოდ, პარიზული კლუბი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება და სწორედ ამ მატჩში შეიძლება ვიხილოთ კვარაცხელიას განსხვავებული გოლის აღნიშვნა.
საინტერესოა, მიიღებს თუ არა ქართველი ვარსკვლავი ამერიკელი სტრიმერის გამოწვევას და აჩუქებს თუ არა Speed-ს კიდევ ერთ ეპიზოდს, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდება.
მისი დამარცხების შემდეგ, ხვიჩამ ამერიკელი სტრიმერი საქართველოში დაპატიჟა და თარიღად 14 ნოემბერი შესთავაზა, როცა საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე უნგრეთს დაუპირისპირდება.