ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

,,საქართველომ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ხასიათი გამოავლინა" - EJU
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

,,საქართველომ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ხასიათი გამოავლინა" - EJU

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2025 წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა ვერ შეძლო.


ქართველები მეოთხედფინალში უზბეკეთთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:4 დამარცხდნენ.


გადამწყვეტი აღმოჩნდა +70 კგ წონით კატეგორიაში უმიდა ნიგმატოვას გამარჯვება, რომელმაც დამატებით დროში გადამწყვეტი ქულა მოიპოვა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონებმა რეპეშაჟში გადაინაცვლეს.


თუმცა საქართველოს ნაკრები კვარცხლბეკზე ადგილის დათმობას ასე მარტივად არ აპირებდა. - წერს European Judo Union.


,,რეპეშაჟში ქართველები ოლიმპიურ ჩემპიონ საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და დღის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარეს, რომელიც ანგარიშით 4:3 მოიგეს.


ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა შეასრულა.


ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო, თუმცა გადამწყვეტი ორთაბრძოლისთვის ტატამზე დაბრუნება მაინც მოუწია.


მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აშკარად უჭირდა, ბექაურმა საკუთარ თავში ძალა გამონახა, ტატამზე დაბრუნდა და გუნდს გამარჯვებისთვის საჭირო ქულა მოუტანა.


ეს ქართველი ვარსკვლავის თავდადებისა და მებრძოლი ხასიათის კიდევ ერთი გამორჩეული გამოვლინება იყო.


აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ მსოფლიო ჩემპიონატზე ბექაურმა ასპარეზობა მოსალოდნელზე ადრე დაასრულა, როდესაც იაპონელ სანშირო მურაოსთან დამარცხდა.


საფრანგეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა წარმატებული ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაშიც გააგრძელა.


ქართველი ძიუდოისტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.


გადამწყვეტი გამარჯვება 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რითაც საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ადგილი კიდევ ერთხელ გაუნაღდა."


რომელ ადგილზე გავიდა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლაში?

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა ბექაური
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

•ქართული

ქართული

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
•ქართული

ქართული

ზედიზედ მეოთხედ - საქართველოს გუნდური მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

•ქართული

ქართული

ზედიზედ მეოთხედ - საქართველოს გუნდური მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე
•ქართული

ქართული

ტკივილგამაყუჩებლებით ფინალამდე - ლიპარტელიანის გმირული ბრძოლა

•ქართული

ქართული

ტკივილგამაყუჩებლებით ფინალამდე - ლიპარტელიანის გმირული ბრძოლა
•ქართული

ქართული

ცნობილი სტრიმერი საქართველოში? კვარაცხელიამ iShowSpeed დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცნობილი სტრიმერი საქართველოში? კვარაცხელიამ iShowSpeed დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

News image

19 სთ წინ

ზედიზედ მეოთხედ - საქართველოს გუნდური მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

News image

18 სთ წინ

ტკივილგამაყუჩებლებით ფინალამდე - ლიპარტელიანის გმირული ბრძოლა

News image

40 წთ წინ

ცნობილი სტრიმერი საქართველოში? კვარაცხელიამ iShowSpeed დაამარცხა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება