• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ენტონი ჯოშუა ავარიაში მოყვა, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა სპორტისხვა სპორტი

ენტონი ჯოშუა ავარიაში მოყვა, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

29 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნიგერიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მძიმე წონის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


როგორც გაზეთი Punch წერს, ლექსუსის ჯიპი, რომელშიც ჯოშუა იმყოფებოდა, ლაგოსი–იბადანის ავტომაგისტრალზე, ოგუნის შტატის მაკუნის მონაკვეთზე, გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. აღნიშნული გზა ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ტრასად ითვლება.


სტატიაში ასევე მოყვანილი იყო ჯიპის რეგისტრაციის ნომერი და ფოტოსურათი, სადაც ჯოშუა უკანა სავარძელზე ზის, გარშემო კი დამსხვრეული მინაა მიმოფანტული.


36 წლის სპორტსმენმა, რომლის მშობლები ნიგერიელები არიან, მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო ორი სხვა ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს.


შემთხვევის თვითმხილველმა, რომელიც ასევე „სამაშველო ოპერაციის მონაწილედ“ არის აღწერილი, შეჯახება გაიხსენა.


„ეს იყო ორი ავტომობილისგან შემდგარი კოლონა: ლექსუსის SUV და პაჯეროს SUV. ჯოშუა მძღოლის უკან იჯდა, მის გვერდით კი კიდევ ერთი ადამიანი იყო.


მძღოლის გვერდით წინაც იჯდა ერთი მგზავრი, ასე რომ, ავარიაში მოყოლილ ლექსუსში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მისი დაცვის წევრები მეორე ავტომობილში იყვნენ, რომელიც მათ უკან მოძრაობდა.


მე და სხვა თვითმხილველებმა სამაშველო სამუშაოები დავიწყეთ და გზაზე მომავალ მანქანებს ვაჩერებდით დახმარების სათხოვნელად. რამდენიმე წუთში ფედერალური საგზაო უსაფრთხოების კორპუსის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ. მძღოლისა და ჯოშუას გვერდით მსხდომი მგზავრები შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.“


19 დეკემბერს, ჯეიკ პოლთან გამარჯვების შემდეგ, ჯოშუა ნიგერიაში შვებულებაში იმყოფება.




Just look at the terrible state of Nigeria.

After a major accident reportedly involving Anthony Joshua, where two lives were lost, there was no visible emergency response; no ambulance, no proper medical care. Instead, he was made to sit upright in the front of a police van… pic.twitter.com/xZ5IEP9hF6

— Esen (@SemiNigerian) December 29, 2025


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ენტონი ჯოშუა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"გადადე ტელეფონი და გამოდი რინგზე", — ჯოშუამ ტაისონ ფიური გამოიწვია

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

"გადადე ტელეფონი და გამოდი რინგზე", — ჯოშუამ ტაისონ ფიური გამოიწვია
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

VIDEO: ენტონი ჯოშუამ ჯეიკ პოლი მე-6 რაუნდში დაამარცხა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

VIDEO: ენტონი ჯოშუამ ჯეიკ პოლი მე-6 რაუნდში დაამარცხა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ენტონი ჯოშუა და ჯეიკ პოლი პროფესიონალურად იბრძოლებენ

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ენტონი ჯოშუა და ჯეიკ პოლი პროფესიონალურად იბრძოლებენ
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ავარიაში, რომელშიც ჯოშუა მოყვა, მისი ახლო მეგობრები დაიღუპნენ

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ავარიაში, რომელშიც ჯოშუა მოყვა, მისი ახლო მეგობრები დაიღუპნენ
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

20 დეკ, 2025

"გადადე ტელეფონი და გამოდი რინგზე", — ჯოშუამ ტაისონ ფიური გამოიწვია

News image

20 დეკ, 2025

VIDEO: ენტონი ჯოშუამ ჯეიკ პოლი მე-6 რაუნდში დაამარცხა

News image

14 ნოე, 2025

ენტონი ჯოშუა და ჯეიკ პოლი პროფესიონალურად იბრძოლებენ

News image

29 დეკ, 2025

ავარიაში, რომელშიც ჯოშუა მოყვა, მისი ახლო მეგობრები დაიღუპნენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება