ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა ორგანიზაცია Matchroom Boxing-მა განცხადება გაავრცელა.
"ენტონი ჯოშუა დღეს ადრე ლაგოსში, ნიგერიაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მოყვა.
ღრმა მწუხარებით დადასტურდა, რომ ორი ახლო მეგობარი და გუნდის წევრი - სინა ღამი და ლატიფ აიოდელე - ტრაგიკულად დაიღუპნენ.
Matchroom Boxing და 258 BXG ადასტურებენ, რომ ენტონიმ ავარიის შედეგად დაზიანებები მიიღო და შემოწმებისა და მკურნალობისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა სტაბილურია და დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში დარჩება. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და ლოცვები ყველა დაზარალებულის ოჯახებსა და მეგობრებს და გთხოვთ, პატივი სცეთ მათ პირად სივრცეს ამ უკიდურესად მძიმე დროს.
ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება." - წერია განცხადებაში.
სინა ღამი ჯოშუას ძალისა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იყო; ენტონის ჯეიკ პოლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სწორედ ის ამზადებდა. ლატიფ აიოდელე კი ბრიტანელი მოკრივის პირადი მწვრთნელი იყო.
ენტონი ჯოშუა ავარიაში მოყვა, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა