ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებმა ლილთან მატჩში (2:2) ფეხბურთის ექსპერტებისა და გულშემატკივრების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
RMC Sport-ის ექსპერტმა პარი სენ-ჟერმენის ესპანელი მთავარი მწვრთნელის ქმედებები ზედმეტად თავდაჯერებულად შეაფასა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლუკა დინისა და ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დატოვებასა.
კრიტიკის მთავარი მიზეზი ლუის ენრიკეს მიერ ექსპერიმენტული და არასტანდარტული შემადგენლობის შერჩევა გახდა. ექსპერტის შეფასებით, ლუკა დინის სასტარტოში არდაყენება ლანსთან ჩატარებული სუსტი მატჩის გამო დასჯას ჰგავდა.
არანაკლებ კითხვის ნიშნებს აჩენს ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგო სკამზე დატოვებაც, რაც, ექსპერტის თქმით, შესაძლოა გუნდის შიგნით მკაცრი სიგნალების გაგზავნის მცდელობა იყოს, თუმცა მსგავსი ექსპერიმენტები გუნდს ხშირად ძვირად უჯდება.
საბოლოოდ, მარკინიოსის გოლმა პსჟ მარცხისგან იხსნა, თუმცა მწვრთნელის მიდგომები კლუბის ირგვლივ განხილვის მთავარ თემად რჩება.