უეფამ ჩემპიონთა ლიგის ლიგის ეტაპის სრული კალენდარი ოფიციალურად დაამტკიცა.
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩები ელის.
პარიზელები ევროპულ კამპანიას 9 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე სლოვაკური სლოვანის წინააღმდეგ შეხვედრით დაიწყებენ. ამის შემდეგ კვარაცხელიას გუნდს ორი ცენტრალური დაპირისპირება ელის, 14 ოქტომბერს პარიზელები მანჩესტერ სიტის ეწვევიან, ხოლო 20 ოქტომბერს საკუთარ არენაზე ბარსელონას უმასპინძლებენ.
ნოემბერში პსჟ ვილიარეალს ესტუმრება (3 ნოემბერი) და შინ რომას მიიღებს (25 ნოემბერი). 8 დეკემბერს პარიზელები ინგლისში ასტონ ვილას დაუპირისპირდებიან, ხოლო იანვარში ჯგუფურ ეტაპს კომოსთან გასვლითი (20 იანვარი) და გალათასარაისთან საშინაო (27 იანვარი) მატჩებით დაასრულებენ.
ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს სრული კალენდარი:
9 სექტემბერი: პსჟ — სლოვანი
14 ოქტომბერი: მანჩესტერ სიტი — პსჟ
20 ოქტომბერი: პსჟ — ბარსელონა
3 ნოემბერი: ვილიარეალი — პსჟ
25 ნოემბერი: პსჟ — რომა
8 დეკემბერი: ასტონ ვილა — პსჟ
20 იანვარი: კომო — პსჟ
27 იანვარი: პსჟ — გალათასარაი
როდის ჩატარდება მატჩები? - ჩემპიონთა ლიგის კალენდარი ცნობილია