საქართველოს ეროვნული გუნდი ივნისში 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - რუმინეთთან და ბაჰრეინთან.
აღნიშნული მატჩებისთვის, ვილი სანიოლმა ნაკრების შეკრებაზე 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, 1 დებიუტანტია - ნიდერლანდური ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი, ირაკლი იეგოიანი.
იეგოიანის პროფესიონალური კარიერა იწყება არნემის ვიტესიდან, რომლის რიგებშიც 2024-25 წლების სეზონში, ნიდერლანდების მე-2 დივიზიონის ეგიდით, 13 საგოლე მოქმედება შეასრულა - 8 გოლი, 5 ასისტი.
შედეგიანი თამაშის ფონზე, ქართველ ნახევარმცველს ახალი სეზონიდან უმაღლესი ლიგის გუნდმა შესთავაზა კონტრაქტი - როტერდამის ექსელსიორთან ერთად, ნიდერლანდების ერედივიზიეს უკვე დასრულებულ გათამაშებაში ძირითადის რეგულარული წევრი იყო.
მისმა გუნდმა უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა - ირაკლიმ 31 შეხვედრა ჩაატარა და აქტივში 5 გოლი, 2 ასისტი ჩაიწერა.
იეგოიანი 2024 წლიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების რეგულარული წევრი და ერთ-ერთი ლიდერია - 14 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე პასი აქვს.
საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს შეხვდება, 5-ში - ბაჰრეინს. ორივე თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა.
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ივნისისთვის შემადგენლობა დაასახელა