მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა რუბენ ამორიმზე ისაუბრა.
კერძოდ, ფეხბურთელს სთხოვეს შეეფასებინა მთავარი მწვრთნელის კრიტიკა გუნდის მიმართ: იანვარში ამორიმმა თავისი იუნაიტედი ისტორიაში ყველაზე სუსტ იუნაიტედად მოიხსენია.
შეგახსენებთ, რომ ერიქსენმა იუნაიტედი გასული სეზონის ბოლოს დატოვა.
– დაგვეხმარა თუ არა ეს განცხადება?
– საერთოდ არა. არამგონია, რომ რამენაირად დახმარებოდა ფეხბურთელებს. არის რაღაცები, რაც შეიძლება დახურულ კარს მიღმა ითქვას, მაგრამ გარეთ ამის თქმა ჭკვიანური არ არის. ეს დამატებით ზეწოლას ქმნის და დამატებით იარლიყს აკრავს ფეხბურთელებს, რომლებიც ისედაც მაქსიმუმს ცდილობდნენ.
არ მგონია, რომ ეს საერთოდ დაგვეხმარა. მნიშვნელობა არ აქვს, მართალია თუ არა – ჩვენთვის ეს უფრო ასე ჟღერდა: „აჰა, ისევ იგივე. კიდევ ერთი ხმაურიანი სათაური“.
– რას ფიქრობთ ამორიმზე, როგორც მწვრთნელზე?
– ის თავისი იდეებით მოვიდა. ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, რასაც დღემდე ვხედავთ – ცდილობს თავისი ხედვა გაატაროს. კონკრეტული ფეხბურთელები კონკრეტულ პოზიციებზე, კონკრეტული სათამაშო სტილი – სწორედ ამაში ხედავს ის წარმატებას. მას ბევრი რამ აქვს შესაცვლელი, რადგან ფეხბურთელები ასეთ სისტემას მიჩვეულები არ არიან. გარდა ამისა, ისტორიულად „იუნაიტედი“ ყოველთვის სხვა სისტემას ამჯობინებდა. და კი, ის ძალიან გულწრფელია – ჩემთანაც თავიდანვე ასეთი იყო. ვიტყოდი, ძალიან, ძალიან გულწრფელი, – განაცხადა ერიქსენმა, რომელიც ამჟამად ვოლფსბურგში თამაშობს.