იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ერთმანეთს გვერდზე უნდა დავუდგეთ" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ქართულ კლუბებზე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,ერთმანეთს გვერდზე უნდა დავუდგეთ" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ქართულ კლუბებზე

42 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იბერია 1999-ის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართული კლუბების წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


,,ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე, როცა ლარნესთან გავედით, მაყურებელი გვილოცავდა და ჩვენთან ერთად ზეიმობდა. როცა ცუდად ვარ, იმ კადრებს ვრთავ და სხვა ენერგია მეძლევა და მოტივაცია მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო.


წარმომიდგენია, ჩვენ ევროპა ლიგაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე რომ გავიდეთ, რა მოხდება საქართველოში. ამის გამო ღირს ცხოვრება, მაგრამ ისიც გავაცნობიერე რამდენად მეტი შრომაა საჭირო, რომ ჩვენ შემდეგი ეტაპი გავიაროთ, მაგრამ ეს აღარაა უკვე შორეული ოცნება. რა თქმა უნდა, ეს უფრო წაადგება ჩვენს გუნდებსაც.


იგივე ბათუმის დინამოსთვის არის ძალიან დიდი სტიმული და იმედია, რომ შეზღუდვები მოეხსნებათ და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ თუ ამის საჭიროება არის, ჩვენ მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, სხვა გუნდებიც შემოგვიერთდებიან, რომ იქნებ ეს გუნდი დაუშვან [ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე], რადგან ბათუმელები ამას იმსახურებენ.


იმედია, რომ ყველა სხვა გუნდისთვისაც ასე იქნება. დინამო იქნება ეს თუ რუსთავი, სადაც საფეხბურთო ბუმი დაწყებულია, წესიერი ხალხი მოვიდა და ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. ქუთაისშიც, გორში და ყველგან რეგიონში. 


ასევე გაგრა გავიდა ფინალში [თასის] და როგორც წესი, ისინი ყოველთვის ბრძოლით გამოირჩევიან. თუნდაც გაგრა რომ ევროპაში გამოჩნდეს, რამხელა სახელია ჩვენთვის.


ჩვენ ყველა ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდზე, ეს [ევროტურნირებზე წარმატება] მათთვის დამატებითი სტიმულია, რომ უფრო წარმატებული იყვნენ. ფინანსურადაც ძალიან საინტერესოა, ის მე-4 გუნდი, ვინც გავა, მინიმუმ მილიონი ლარს მონაწილეობისთვის მიიღებს და ერთი-ორი ეტაპი რომ გაიაროს, შეიძლება 2-3 მილიონი მიიღოს, რაც ქართული გუნდისთვის ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უეფა ყოველი წლის ბოლოს ფედერაციას ურიცხავს თანხას, რომელიც ყველა გუნდზე ნაწილდება და უმაღლესი ლიგის კლუბს 600 ათას ლარზე ოდნავ მეტი ყოველწლიურად ხვდება. ჩვენ როგორც ვიცით, შეიძლება ეს თანხა გაორმაგდეს [იბერიას კონფერენს ლიგაზე გასვლის გამო], ამიტომ მარტო იბერიამ არ ისარგებლა.


იბერიას წარმატება პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ სხვა გუნდებიც მიიღებენ ამ სარგებელს, ამიტომაც ერთმანეთის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია." - განაცხადა იბერიას პრეზიდენტმა იუთუბ-გადაცემა ,,ორშაბათობაში"


იბერია 1999 თავის მომდევნო მატჩს კონფერენს ლიგაზე 5 ნოემბერს, კოპენჰაგენთან გასვლაზე გამართავს, 26 ნოემბერს კი მიხეილ მესხის სტადიონზე ხეტაფეს დაუპირისპირდება.


„დავიწყებ მადლიერებით" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი გულშემატკივრებზე

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იბერია 1999
ქართული ფეხბურთი
უეფა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საჩემპიონო ბრძოლა ეროვნულ ლიგაში - რა მატჩები დარჩათ გუნდებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საჩემპიონო ბრძოლა ეროვნულ ლიგაში - რა მატჩები დარჩათ გუნდებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია და დინამო კოპენჰაგენის წინააღმდეგ, ქართველების ჯახი ესპანეთში - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია და დინამო კოპენჰაგენის წინააღმდეგ, ქართველების ჯახი ესპანეთში - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„დავიწყებ მადლიერებით" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი გულშემატკივრებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

 „დავიწყებ მადლიერებით" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი გულშემატკივრებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მინდა ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია" - მიქაუტაძე პსჟ-სთან მატჩზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მინდა ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია" - მიქაუტაძე პსჟ-სთან მატჩზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

02 ნოე, 2026

საჩემპიონო ბრძოლა ეროვნულ ლიგაში - რა მატჩები დარჩათ გუნდებს?

News image

23 სთ წინ

იბერია და დინამო კოპენჰაგენის წინააღმდეგ, ქართველების ჯახი ესპანეთში - ქართველების კვირა

News image

4 სთ წინ

„დავიწყებ მადლიერებით" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი გულშემატკივრებზე

News image

10 წთ წინ

,,მინდა ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია" - მიქაუტაძე პსჟ-სთან მატჩზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება