იბერია 1999-ის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გულშემატკივრების საკითხზე კომენტარი გააკეთა.
პირველ რიგში, დავიწყებ მადლიერებით იმ მაყურებლისადმი, ვინც მობრძანდა. არ მიმაჩნია სწორად, მაყურებელთან დავიწყოთ ქიშპობა - რატომ არ მოვიდა.
რა თქმა უნდა უპირატესად კლუბი უნდა ზრუნავდეს, მაგრამ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ უნდა შეიქმნა საფეხბურთო ზეიმი, ამ ზეიმის თანამონაწილე არიან ყველა, მათ შორის პრესის წარმომადგენლები, სპონსორები, გუნდი და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელები.
ჩვენ რაც არ უნდა გარე ფაქტორებზე ვილაპარაკოთ, ფეხბურთის ხარისხი განაპირობებს იმას, რომ მაყურებელი მოვიდეს.
გვქონდა მოლოდინი, რომ 4 ათასზე მეტი მაყურებელი გვეყოლებოდა და ამიტომ მიხეილ მესხზე დავიწყეთ თამაში. სამწუხაროდ, ეს ვარაუდები ვერ გამართლდა იმიტომ, რომ რაღაცა ალბათ ჩვენც დავაკელით.
გვეგონა, რომ უფრო მეტი ინტერესი იქნებოდა." - ამ და სხვა თემებზე იბერიას პრეზიდენტმა იუთუბ-გადაცემა ,,ორშაბათობაში" ისაუბრა.
იბერია 1999 თავის მომდევნო მატჩს კონფერენს ლიგაზე 5 ნოემბერს, კოპენჰაგენთან გასვლაზე გამართავს, 26 ნოემბერს კი მიხეილ მესხის სტადიონზე ხეტაფეს დაუპირისპირდება.
საჩემპიონო ბრძოლა ეროვნულ ლიგაში - რა მატჩები დარჩათ გუნდებს?