იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,მინდა ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია" - მიქაუტაძე პსჟ-სთან მატჩზე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,მინდა ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია" - მიქაუტაძე პსჟ-სთან მატჩზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში სტუმრად ვილიარეალს დაუპირისპირდება.


ესპანეთში პსჟ-ს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გიორგი მიქაუტაძეზე მოუწევს. ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 1-ში მეცისა და ლიონის შემადგენლობაში უთამაშია, ვილიარეალის ერთ-ერთი მთავარი შემტევი იარაღი იქნება.


L'Équipe-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, მეტოქე გუნდი შეაქო და მხარდაჭერა გამოუცხადა ნაკრების თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.


პსჟ-სთან მატჩის წინ განწყობა


„რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია. ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის ორგზის ჩემპიონს საკუთარ მოედანზე ვეთამაშებით, შესანიშნავ ატმოსფეროში... ყველაფერი მზად არის დიდი მატჩისთვის.


მიყვარს ასეთი დიდი მნიშვნელობის შეხვედრები. ეს დადებითი სტრესია. მინდა, თამაშით სიამოვნება მივიღო და ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია.


სტადიონზე ყველა იქნება - ოჯახის წევრები, მეგობრები, ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს (იღიმის)“.


გახდა თუ არა პსჟ მსოფლიო ფეხბურთის ეტალონი?


„პსჟ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელსაც ყველა უყურებს. ეს ნამდვილი საფეხბურთო მანქანაა. მათ სუსტი წერტილები არ აქვთ.


ყველა პოზიციაზე 2 უნივერსალური ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებსაც თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.


როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თვალსაზრისით, ისინი წარმოუდგენლად სრულყოფილები არიან“.


ხვიჩა კვარაცხელია


„ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს. ნაკრებში ხშირად ვატარებთ დროს ერთად. ბოლო სანაკრებო შეკრების დროს ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ამ მატჩში კვლავ შევხვდებოდით.


სამწუხაროდ, ხვიჩამ ტრავმა მიიღო. მეც ტრავმირებული ვიყავი და კარგად მესმის, რამდენად რთულია ეს მისთვის, რადგან მან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაზიანება მიიღო, რაც ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს.


ეს საქართველოს ნაკრებისთვისაც დიდი დარტყმაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა ჩვენი კაპიტანია.


მთელი საქართველო მის გვერდით დგას“. - განაცხადა მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემასთან საუბარში.


პარიზულ კლუბთან ჩატარებულ 3 მატჩში ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ჟორჟმა 2024 წლის დეკემბერში, ლიონის მაისურით, პარკ დე პრენსზე ჯანლუიჯი დონარუმას კარი აიღო.


მიქაუტაძე პსჟ-ს წინააღმდეგ, ატლეტიკო - ბაიერნი და სხვა - ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გიორგი მიქაუტაძე
პსჟ
ქართული ფეხბურთი
ვილიარეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„დავიწყებ მადლიერებით" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი გულშემატკივრებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

 „დავიწყებ მადლიერებით" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი გულშემატკივრებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ერთმანეთს გვერდზე უნდა დავუდგეთ" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ქართულ კლუბებზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ერთმანეთს გვერდზე უნდა დავუდგეთ" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ქართულ კლუბებზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„დიდ კლუბში გადასასვლელად მზად ვარ“ - მიქაუტაძე ბარსელონას ინტერესზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„დიდ კლუბში გადასასვლელად მზად ვარ“ - მიქაუტაძე ბარსელონას ინტერესზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ბევრი ამას არ გააკეთებდა" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ბართიშვილზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ბევრი ამას არ გააკეთებდა" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ბართიშვილზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

„დავიწყებ მადლიერებით" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი გულშემატკივრებზე

News image

2 სთ წინ

,,ერთმანეთს გვერდზე უნდა დავუდგეთ" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ქართულ კლუბებზე

News image

1 სთ წინ

„დიდ კლუბში გადასასვლელად მზად ვარ“ - მიქაუტაძე ბარსელონას ინტერესზე

News image

38 წთ წინ

,,ბევრი ამას არ გააკეთებდა" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ბართიშვილზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება