იბერია 1999-ის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ანდრია ბართიშვილზე ისაუბრა.
„როგორი გულით გაირბინა, თავი დადო 17 წლის ბავშვმა. ისეთი ხასიათი გამოავლინა, შეიძლება იმ გადარჩენილმა გოლმა გადაწყვიტოს ჩემპიონობის ბედი. პირველ რიგში, იმედია, ჯანმრთელი იქნება.
ამ ბავშვმა თავისი ჯანმრთელობა დადო, ბევრი ფეხბურთელი ამას არ გააკეთებს, როცა არსენალისა და ასეთი კლუბების პერსპექტივა აქვს.
ეს არის თავდადების ძალიან კარგი მაგალითი. ძალიან ნიჭიერი ბავშვია და შეიძლება ზოგჯერ ზომაზე მეტად ერთობა ინდივიდუალური თამაშით, მაგრამ ამ მომენტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გუნდური მოთამაშეც არის და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.
მადლობა მინდა გადავუხადო მის მშობლებსა და აგენტს მის ჩამოყალიბებაში დიდი როლისთვის და გვიხარია, რომ ჩვენი კლუბიც პატარა წვლილს შეიტანს მის დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში." - განაცხადა იბერიას პრეზიდენტმა იუთუბ-გადაცემა ორშაბათობაში.
ანდრია ბართიშვილმა კოჭის დაზიანება დინამო თბილისთან მატჩში მიიღო, როცა დაცვითი მოქმედების დროს თანაგუნდელს ცუდად შეეჯახა, იმავე მომენტში კი იბერია გოლის გაშვებას გადაურჩა.
იბერია 1999 თავის მომდევნო მატჩს კონფერენს ლიგაზე 5 ნოემბერს, კოპენჰაგენთან გასვლაზე გამართავს, 26 ნოემბერს კი მიხეილ მესხის სტადიონზე ხეტაფეს დაუპირისპირდება.
,,ერთმანეთს გვერდზე უნდა დავუდგეთ" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ქართულ კლუბებზე