აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასში გამართულ კონტაქტური კარატეს ღია ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა ტრიუმფალურად იასპარეზა.
Full Contact Karate USA OPEN 2026-ზე, ჩვენმა გუნდმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ჩემპიონობა და ოქროს მედლები მინდია მგელაძემ (-70 კგ.), დათა ფუტკარაძემ (-80 კგ.) და დავით მსხალაძემ (+80 კგ.) მოუტანეს.
მგელაძემ ფინალურ შეხვედრაში - რუსი, დათა ფუტკარაძემ - გერმანელი, დავით მსხალაძემ კი ამერიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. სამივე ქართველისთვის ამ ტურნირზე პირველი ჩემპიონობაა.
საერთოდ, საქართველოს ნაკრებმა Full Contact Karate USA OPEN-ზე ისტორიაში პირველად იასპარეზა.