აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიების მე-4 ეტაპი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა.
ჩვენი გუნდის წევრებმა ტურნირზე კარგად იასპარეზეს და 3 მედლის მოპოვება შეძლეს - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
ვიცე-ჩემპიონი ევსემ შველიძე (90 კგ.) გახდა, ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ.) და მამუკა კორძაია (+90 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.